გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ქადაგიძე: ვინც რადიკალურ ოპოზიციას უჭერს მხარს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოძალადე, დამნაშავე პერსონებზე ხმის მიცემა დანაშაულის მხარდაჭერა და თანამონაწილეობაა

24-10-2024

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულში თანამონაწილეობას ნიშნავს.


მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას მისცემენ, ავტომატურად მათი ლიდერების ღალატის თანაზიარები არიან.


„ვინც რადიკალურ ოპოზიციას უჭერს მხარს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოძალადე, დამნაშავე პერსონებზე ხმის მიცემა, ისეთივე დანაშაულის მხარდაჭერა და თანამონაწილეობაა, როგორც თვითონ უსამშობლო პოლიტიკოსების მიერ, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ღალატის აქტები. ასე რომ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერით, თუნდაც მხოლოდ ხმის მიცემით, ავტომატურად ვხდებით სააკაშვილ-გვარამია-ხაზარაძე-გახარიას ღალატის აქტის თანაზიარი!” - წერს ზურაბ ქადაგიძე.