2-11-2018
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნანიკო წიქარიძე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩად აირჩიეს. 20 წლის გოგონა გორიდანაა. ამჟამად, სასწავლებლად დანიაში იმყოფება, სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში პედაგოგიურ განათლებას ეუფლება. ის, ილიას უნივერსიტეტიდან დანიაში, კონკურსის შემდეგად გააგზავნეს.
ნანიკო წიქარიძემ სასიხარულო ამბავი, სწორედ, ევროპაში ყოფნისას შეიტყო. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში 1200-მდე აპლიკანტს შორის შეარჩიეს.
,,მაქვს პატივი ვიყო ამ დიდი კავშირის წევრი და ვეცდები, ჩემი სტატუსი მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ. ჩემი, როგორც ახალგაზრდა ელჩის საქმიანობა, დაკავშირებული იქნება კულტურისა და ფასეულობების შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ახალგაზრდებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებასთან, კერძო პირებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასთან. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ახალგაზრდა ელჩი.“ - ამბობს ნანიკო წიქარიძე.
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის ნაწილს. ევროკავშირი აფინანსებს პროექტს „ღია სამეზობლო - კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: კავშირი მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ („ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლები“). სწორედ ამ პროექტის ნაწილია ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები"..