გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე: სახედაკარგულობაც არ ჰქვია ამდენი ნაძირლის გარე შემოტევას, საქართველო რომ არაა თქვენი სამფლობელო, აშკარად ხედავთ, ქართული საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის 26-ში და ძალიან დაგცინებთ

24-10-2024

„სახედაკარგულობაც არ ჰქვია ამდენი ნაძირლის გარე შემოტევას. Boys and Girls, საქართველო რომ არაა თქვენი სამფლობელო, აშკარად ხედავთ. რეალურად ვაფიქსირებთ, რომ ნეოკოლონიალისტობა დაგისრულდათ და ფორთხავთ ამის გამო“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „დროა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს“.


მისივე თქმით, დასაცინია ნებისმიერი ანტიქართველი აქტორი!


„სახედაკარგულობაც არ ჰქვია ამდენი ნაძირლის გარე შემოტევას. Boys and Girls, საქართველო რომ არაა თქვენი სამფლობელო, აშკარად ხედავთ. რეალურად ვაფიქსირებთ, რომ ნეოკოლონიალისტობა დაგისრულდათ და ფორთხავთ ამის გამო. ქართული საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის 26-ში და ძალიან დაგცინებთ დასავლურო დებილობებო! ახლახან გავიგე რომ აშშ-ში არ შემესვლება და ვდარდობ? ორჯერ ვარ ამერიკაში ნამყოფი, ვერ მოვიხიბლე. ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში კი არ, აწი უნდა ვიმოქმედო.


„სანდო“ ქართველ „ექსპერტებზე“ აპელირება კი მორიგი ღადაობაა. ვინ? ეკა გიგაური, თუ ვანო ჩხიკვაძე? დასაცინია ნებისმიერი ანტიქართველი აქტორი!“, - წერს გია აბაშიძე.