გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ ასიათასობით მხარდამჭერს „დაღრეჯილი“ და „ნარკომანი“ უწოდა

25-10-2024

დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, „ქართული ოცნების” დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.


მისი ვარაუდით, ყველა ადამიანი, ვინც ტელევიზორში ნახა, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.


„შეურაცხყოფა არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ სახეზე რომ აწერიათ, არ ვიცი, როგორ გითხრათ, აი, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ეს ადამიანები არც ერთი არ იყო ფხიზელი, იყვნენ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.