გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი Financial Times-ის მიერ საქართველოში არეულობების მოწყობის შესახებ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაზე: გასაგები ხდება ვინ არის დაინტერესებული არეულობის ორგანიზებაში და დამატებითი აღიარებითი ჩვენება ზედმეტი არ იქნება

25-10-2024

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეტაკებები და არეულობა თითქმის გარდაუვალია, რადგან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამარჯვების მოლოდინშია. მთავრობაშიც და ოპოზიციურ ალიანსშიც აცხადებენ, რომ ორივე გამარჯვების გზაზე არიან და შეტაკება არჩევნების შედეგების გამო გარდაუვალია," - Financial Times-ის მიერ ამ შინაარსის მოწოდებაზე საუბრობს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ აღნიშნული შინაარსის განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა.


დავით ქართველიშვილი წერს, რომ აღნიშნული შინაარსი ფაქტობრივად იმეორებს შიდაამერიკულ ნარატივს, სადაც დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც დარწმუნებულები არიან თავიანთ გამარჯვებაში. თუმცა, ქართული რეალობა, კერძოდ, საზოგადოებაში დაპირისპირების ხარისხი, ექსპერტის აზრით, არ ჰგავს ამერიკაში არსებულ დაპირისპირებას.


„საქართველოს უკვე დაუფარავად აფრთხილებენ შესაძლო შეტაკებებისა და არეულობების შესახებ - ამაზე იუწყება Financial Times: „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეტაკებები და არეულობა თითქმის გარდაუვალია, რადგან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამარჯვების მოლოდინშია. მთავრობაშიც და ოპოზიციურ ალიანსშიც აცხადებენ, რომ ორივე გამარჯვების გზაზე არიან და შეტაკება არჩევნების შედეგების გამო გარდაუვალია". საინტერესოა, რომ აღნიშნული შინაარსი ფაქტობრივად იმეორებს შიდაამერიკულ ნარატივს, რომელიც არაერთგზის შეგვხვედრია: "დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთდროულად არიან დარწმუნებული საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაში, არ აპირებენ ოპონენტის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების აღიარებას და პოსტსაარჩევნო შეტაკებები და არეულობა ქვეყანაში თითქმის გარდაუვალია". ამ „ამერიკული" ტექსტის საქართველოზე ხელოვნური პროეცირება იმდენად შორსაა რეალობიდან, რამდენად შორსაა ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი „ამერიკული პოლარიზებისაგან". გარდა ამისა, ჩვენთან არ ცდილობენ კონკურენტების ფიზიკურ ლიკვიდაციას. თუმცა გაფრთხილებისთვის, Financial Times-ს კიდევ ერთი მადლობა. გასაგები ხდება ვინ არის დაინტერესებული არეულობის ორგანიზებაში და დამატებითი აღიარებითი ჩვენება ზედმეტი არ იქნება," - წერს დავით ქართველიშვილი.