გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს

25-10-2024

ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა ბუნებრივი არჩევანია საქართველოსა და ქართველებისთვის.


„ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი, ხოლო ევროპა ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან. საქართველოსთვის ევროპა ყოველთვის იცავდა, უფრთხილდებოდა ქრისტიანობას. სწორედ ამიტომაცაა ევროპა ბუნებრივი არჩევანი საქართველოსა და ქართველებისთვის და სწორედ ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზი, თუ რატომ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროპის წევრობა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარების ტოლფასია. ამიტომაც ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის ერთგული ვართ", - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.