გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოვლინდა

2-11-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 114 ფაქტი  კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 61 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 33 ფაქტი, აჭარაში - 29 ფაქტი, გურიაში - 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 14, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -25 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8 ფაქტი, შიდა ქართლში - 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 79, ხოლო თბილისში - 2 ფაქტი დაფიქსირდა.


ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3170 მ3-მდე ხე-ტყე.


ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 52 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.