გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის

25-10-2024

საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან სანქციებზე მიერთებას, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.


„ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი. საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.