გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმას 20 ათას რუბლამდე ზრდის

2-11-2018

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” ჯარიმის გაზრდას აპირებს - შესაბამის ცვლილებაზე თავდაცვის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტზე იმსჯელეს.


ოკუპირებულ ცხინვალში ამტკიცებენ, რომ ამჟამად მოქმედი ჯარიმის ოდენობა არაეფექტურია და კანონდარღვევათა შემცირებას ხელს არ უწყობს.

ჯარიმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ამჟამად 1000-დან 2000 რუსულ რუბლამდეა - მისი გაზრდის შემთხვევაში კი 20 ათას რუბლი გახდება, ხოლო მაღალი თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა ორმაგი ოდენობის იქნება. 


ოკუპირებული რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 

ქეთევან ციხელაშვილმა გადაწყვეტილებას ადამიანების წინააღმდეგ მიმართული უწოდა.  


"პირველ რიგში არის უკანონო. ამასთან ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა და მესამე, არა მხოლოდ ქართველების ან კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლების, არამედ ძირითადად ეთნიკური ოსებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების ტყვეობაში იმყოფებიან,"-განაცხადა ციხელაშვილმა. 


rustavi2.ge