2-11-2018
„აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რუსთავში მარილის საწარმო აშენდება.
საწარმო წელიწადში 2500 ტონა მარილს აწარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდება. საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის ინვესტორი 500 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. უახლოეს მომავალში მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ნატურალური, ორგანული, ტრადიციული მეთოდით დამუშავებული მარილი ჰიმალაის მთებიდან, რომელიც ითვლება ერთ–ერთ უსუფთავეს მარილად მსოფლიოში და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით.
შპს „გლობალ ენტერპრაიზს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, რუსთავი - გარდაბნის გზატკეცილის და მარის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 512 კვ.მ. უძრავი ქონება საინვესტიციო პირობებით გადასცა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში 15,500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.