გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი

26-10-2024

2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს.


„2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი. ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს. ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების ოფიციალური შედეგები, მოვუწოდებ ოპოზიციას, აღიაროს არჩევნების შედეგები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.