გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს მშვიდობის გარანტი, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა

26-10-2024

ქვეყნის მშვიდობის ერთადერთი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან ისე ევროკავშირთან.


„ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მხოლოდ ევროინტეგრაცია რომ იყოს მშვიდობის გარანტი, ამ შემთხვევაში უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს გარანტი მშვიდობის, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. მაგრამ ერთადერთი გარანტი მშვიდობის არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ.


როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები, მათ შორის გუშინდელ სიგნალებსაც ვგულისხმობ. გვაქვს არაჩვეულებრივი სიგნალები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობები ძალიან მალე გადაიტვირთება, იმაზე მალე შეიძლება, ვიდრე მანამდე ვპროგნოზირებდით. ვგულისხმობ სიგნალებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ვგულისხმობ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.