გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ტარდება ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედია, ასევე გაგრძელდება

26-10-2024

„მოგეხსენებათ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ტარდება ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. ძალიან მოხარული ვართ, რომ დაფიქსირდა მაღალი აქტივობა.


320 ათასზე მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და იმოქმედა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და გააკეთა საკუთარი არჩევანი“- აღნიშნული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის.

ასევე, მან ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ხშირად ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ასეთი რამ.


„თითოეულ ამომრჩეველს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ანალოგიურად მაღალი აქტივობა დაფიქსირდება მომდევნო საათების განმავლობაშიც. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საგანგებოდ ჩვენი პარტიის აქტივისტებს, მხარდამჭერებს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მობილიზაცია არის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში გავაგრძელებთ ამომრჩევლის მობილიზაციაზე ზრუნვას იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს დღეს საკუთარი არჩევანი.


მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედი გვაქვს, რომ ასევე გაგრძელდება საარჩევნო პროცესები მთელი დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები.


ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ხშირად ასეთი რამ. ასევე, იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ პირად ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა, რისი განხორციელების უფლებაც მას აქვს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.