გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს

2-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოების შესახებ კანონპროექტი  პარლამენტიდან გაიწვიოს.

 

ეს განცხადება მან საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

„ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიხუანასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მთავრობამ წარადგინა. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც უსაფრთხოების, ისე მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ ასევე, საკანონმდებლო ინიციატივის მეორე ნაწილზე, ეს გახლდათ კულტივაციის თემა სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი და ძალზედ დიდი ფაქტორია კანონის ირგვლივ მოხდეს კონსესუსის მიღწევა. ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე - მათ შორის არჩევნების, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, პარტიაში იყო გუნდის შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომეც ესწრებოდა, იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ.  ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის თემა. რა თქმა უნდა, ეს იყო საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციაც და ჩვენ დავთანხმდით, რომ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია. რა თქმა უნდა, არ უნდა იშფოთოთ, კანონპროექტს გამოსაწვევი იურიდიული პოზიციიდან არაფერი არ სჭირდა. მოგეხსენებათ, რომ ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანია და მისი საქმეა სწორედ საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე -  მათ შორის საარჩევნო, საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე. საუბარი, როგორც სხვადასხვა ოფციებზე ამ კანონმდებლობის დახვეწაზე, მის გაწვევაზე და კიდევ სხვა ბევრ ოფციაზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბოლო თვეების განმავლობაში. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს გაწვეული, მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.