გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს - ნუ დასდევენ კოორდინატორებს, ხელს უშლიან ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით

26-10-2024

'მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს - ნუ დასდევენ კოორდინატორებს, ხელს უშლიან ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით,~ - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის კოორდინატორებს უნდათ ჰქონდეთ სიები, რათა უზრუნველყონ ამომრჩევლების მიყვანა.


მისივე თქმით, ეს არის ლეგიტიმური საქმიანობა, უშუალოდ პარტიის დავალებით ხდება ამომრჩევლის მობილიზება და ამაზე პასუხისმგებლობას სრულიად იღებს პარტია „ქართული ოცნება“.


„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები დასდევენ ჩვენს კოორდინატორებს, რომ მათ აქვთ სია. მეგობრებო უნდა გავიგოთ ბოლო-ბოლო, რომ სიის ქონა არ არის არანაირი დანაშაული. პირიქით მოვუწოდებ, რომ ჩვენი მომხრეების სიები, რომლებიც მათ შედგენილი აქვთ ჩვენი, პირადად ჩემი მათ შორის მითითებების, თხოვნის თუ დავალებების, ჩვენ აქტივზე მაქვს საუბარი, შესაბამისად უნდა ჰქონდეთ დიახ ჩვენს აგიტატორებს, ჩვენ კოორდინატორებს და მათ უნდა უზრუნველყონ ამით, ამ სიის შესაბამისად ამომრჩევლების მიყვანა. ეს არის ლეგიტიმური საქმიანობა. რატომღაც სულ მალავენ ამ სიებს, რატომღაც სულ გაურბიან „ნაცზონდერებს“, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ერთ ერთი დავალების მიმცემი თუ თხოვნის გამხმოვანებელი, შიდა სტრუქტურულ სიტუაციაზე ვამბობ, პარტიულ სტრუქტურაზე ვამბობ, მეც ვარ, როგორც აღმასრულებელი მდივანი.


ჩემი უშუალო დავალებითაც ხდება ის, რომ ხდება ამომრჩევლის მობილიზება, სრულიად ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას და სრულიად იღებს პარტია „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას, რომ აქვს მილიონზე გაცილებით დიდი სია. ეს თუ კოორდინატორს აქ ექნება ხელში მე ხომ არ შევეხმიანები მილიონზე მეტ ამომრჩეველს. მილიონზე გაცილებით დიდი სიაა და ისინი ეხმიანებიან, უზრუნველყოფენ მათ გამოცხადებას, ზოგ შემთხვევაში სთხოვენ, ზოგ შემთხვევაში ტრანსპორტირებასაც კი სთავაზობენ თუ ის ვერ ახერხებს დროზე საარჩევნო უბანზე მისვლას. ეს არ არის დარღვევა. ყველას შეუძლია საკუთარი ამომრჩეველი დაამობილიზოს და ეს არის ლეგიტიმური საქციელი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მან ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიებს და სხვა დამკვირვებლებს მიმართა და მოუწოდა დააფიქსირონ ზემოთ ნახსენები დარღვევები. „ვთხოვ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ასევე ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელს, რომ დააფიქსირონ ეს ფაქტები, როგორ დასდევენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით „ნაცმოძრაობის“ მედია საშუალებები, ჩვეულებრივი ზონდერები ჩვენს კოორდინატორებს, ამუნათებენ სიის ქონაზე, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.