გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გახარია მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე: ეს საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში უდიდესი ცვლილებაა

2-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარიხუანას მოხმარების ნაწილის რეგულირების ნაწილზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ეს არასრულწლოვნების დაცვის მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია.

 

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მოხმარების ნაწილი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საქართველოში ძალაში შევა კანონი, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დააწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში.  ამიტომ, მოხმარების ნაწილის რეგულირება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, არის ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი და რაც მთავარია, ეს დაიცავს ახალგაზრდებს, არასრულწლოვნებს და საერთოდ, იქნება უდიდესი ბერკეტი ახალი მომხმარებლების გარშემო. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, ჩვენ, როგორც ინიციატორი მხარე, წრის გაფართოებას არ ვაპირებთ, თუმცა კანონმდებლობა პარლამენტშია და პარლამენტარების თავისი სიტყვა შეუძლიათ რომ თქვან, “ - განაცხადა გიორგი გახარიამ.