გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩევლის აქტივობა 41,62%-ს შეადგენს

26-10-2024

კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია - საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-სშეადგენს.

 

"ძირითადად კენჭისყრა მშვიდ და პროფესიულ გარემოში გრძელდება. ფიქსირდებაცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში.

 

რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას. ამ დროისათვის დასრულებულია კენჭისყრა ავსტრალიაში. რამდენიმე ქვეყანაში კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას ადგილობრივი დროის შესაბამისად 08:00 საათიდან შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წინასწარ გავრცელებული არასწორი და მანიპულაციური განცხადებებისა, თითქოს ისრაელში საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნებოდა, რამათ-განის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. რასაც სწორედ ცესკოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი. მათ შორის შეგახსენებთ რომ ცესკომ 11 ოქტომბრის დადგენილებით შესაძლებელი გახადა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში თუ წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები იქნებოდა, გარდაქმნილიყო სპეციალურ ჯგუფად და ჩაეტარებინა კენჭისყრა. სწორედ სპეცჯგუფის სტატუსით ატარებს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას ისრაელში.

 

ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია  133საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს:ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; აგიტაცია;უბნიდან გაძევება; დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევასაარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება.

 

გლდანში, მესამოცე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, კენჭისყრა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია დაპირისპირება უბნის გარეთ გაგრძელდა. შეგახსენებთ რომ დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ წესრიგი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, იმისათვის რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა" - აცხადებენ ცესკოში.