გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი გახარია ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებაზე: შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები, შექმნეს სტანდარტი და დააკავეს

2-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას დაკავება საკმარისი მტკიცებულებების  შეკრების შედეგად მოხდა.

 

ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეს  ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. ეს თავიდან ბოლომდე მათი საქმე იყო. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისად ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები, შექმნეს სტანდარტი და დააკავეს. მტკიცებულებების ნაწილი მანამდეც იყო, ჩვენ ერთად ვნახეთ ეს ტელევიზიებში, როგორ დაბრძანდებოდა ბატონი დაკითხვებზე, გულორდავაც და გოგიაც მათ შორის. იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, სჭირდება მტკიცებულებების სტანდარტი. როგორც ჩანს, მტკიცებულებების სრული სტანდარტი იმისთვის, რომ ყოფილიყო ბრალი წარდგენილი და ეს პიროვნება დაკავებული - არ არსებობდა, როგორც კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ შეკრიბა, ადამიანი დააკავეს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.