გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი ბიძინა ივანიშვილის და აშშ-ის ელჩის დაანონსებულ შეხვედრაზე: ძალიან მალე შედგება

27-10-2024

„ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა. ასე იყო შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შედგება თუ არა დაანონსებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.


ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება.