გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ცოტნე ანანიძე: ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და უდიდესი მადლობა ამისთვის ხალხს!

27-10-2024

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.


მისი თქმით, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.


ანანიძის განცხადებით, სოფლებში, სადაც ყველა-ყველას კარგად იცნობს, ვერც ,,კარუსელი” და ვერც ,,ტრამვაი” ვერ იქნებოდა.

„სოფლებში, სადაც ყველა-ყველას კარგად იცნობს, ვერც ,,კარუსელი” და ვერც ,,ტრამვაი” ვერ იქნებოდა… მარტივად! ყველგან 60 % -ზე მეტია. შეიძლება ბევრი რამე ან ბევრი ვინმე არ მოსწონთ, მაგრამ ამის მიუხედავად ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და უდიდესი მადლობა ამისთვის ხალხს!,“- წერს ანანიძე facebook-ზე.