გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ეუთო/ოდირის პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს

27-10-2024

ალბათ თვალს ყურა ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 


„პირიქით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ეს იყო კონკრეტული არჩევნები და საერთო შეფასება ასახვას იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო საარჩევნო პრინციპებთან. გარდა ამისა, ხაგზასმით უნდა აღინიშნოს, რომ მომხსენებლები იყენებოდნენ კონკრეტულ ტერმინებს, ისინი საუბრობდნენ - ვციტირებ „გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე“, რაც ნიშნავს, არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას“, - განაცხადა კობახიძემ.