გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არჩილ თალაკვაძე რესპუბლიკელების გადაწყვეტილებაზე...

2-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ „რეპუბლიკურმა“ პარტიამ მხარი საპრეზდიენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურში ბევრად მაღალი შედეგი ექნება.

 

ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

 

„ალბათ შემთხვევითი არ არის რომ სწორედ ახლა მიიღეს „რესპუბლიკელებმა“ ეს გადაწყვეტილება. არაერთი თავდასხმა იყო რესპუბლიკურ პარტიაზე სააკაშვილისა და მისი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის გაუგებარია მათი ეს პოზიცია და ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. თუმცა ერთი შეხედვით როგორც ჩანს სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ლევან ბერძენიშვილმა, დაიჯერეს ამ პარტიის ლიდერებმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე „ქართული ოცნება“, როდესაც იყო ოპოზიციაში და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს. ეს მათი გადაწყვეტილებაა და საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას შესაფება ექნება მეორე ტურში.


არ ვფიქრობ, რომ მცირე და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები გააძლიერებს ან შეასუსტებს, რესურსების ბალანსი არ იცვლება, „ქართული ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად  ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.