გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: ენტონი ბლინკენს ავიწყდება, რომ სწორედ მსგავსმა განცხადებებმა მიაღებინა მილიონზე მეტ გაბრაზებულ ქართველს ეს გადაწყვეტილება. მოუწევს ამერიკას ჩვენი ხალხის არჩევანის აღიარება

28-10-2024

„მოუწევთ საქართველოს სუვერენული უფლებებისადმი პატივისცემა. ეს ქვეყანა აღარ იყიდება. ვინც მათ მიჰყიდა საქართველო, სწორედ მათგან ჩვენი ბრძოლით გამოვისყიდეთ, ხელიდან გამოვგლიჯეთ," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აფასებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, როცა ამ უკანასკნელმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა.


თამარ ჩიბურდანიძის აზრით, ამერიკას, სადაც წინასაარჩევნოდ პრეზიდენტს ესვრიან, არ აქვს უფლება საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასოს და ქართველ ხალხს დემოკრატიის გაკვეთილები მისცეს.


„ერთი კითხვა მაქვს, ვინ დაუწერა ენტონი ბლინკენს ეს განცხადება? ამერიკა რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს იწუნებს და ამ დროს თავად ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან, ეს როგორ არის? რომელ დემოკრატიაზე გვესაუბრება ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ქართველ ხალხს რომ დემოკრატიის მანტიით შეფუთული ჯალათები მოუყვანეს ხელისუფლებაში 2003 წელს და დღეს იგივე მკვლელების დაბრუნება სურთ? რატომ ცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას? კიდევ ერთი შეურაცხყოფა საქართველოს „მეგობარი” ქვეყნიდან.


კიდევ ერთი მცდელობა ზეწოლის, შანტაჟის, დამორჩილების. ისეთი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, რომ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, ვეღარაფერს ამბობენ. ამიტომ მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ. ის კი ავიწყდებათ, რომ სწორედ მსგავსმა განცხადებებმა მიაღებინა მილიონზე მეტ გაბრაზებულ ქართველს ეს გადაწყვეტილება.


მოუწევს ამერიკას ჩვენი ხალხის არჩევანის აღიარება. მოუწევთ საქართველოს სუვერენული უფლებებისადმი პატივისცემა. ეს ქვეყანა აღარ იყიდება. ვინც მათ მიჰყიდა საქართველო, სწორედ მათგან ჩვენი ბრძოლით გამოვისყიდეთ, ხელიდან გამოვგლიჯეთ. საქართველო უკან აღარ დაბრუნდება და ასეთ განცხადებებს აჯობებს ქართველ ხალხთან ჭეშმარიტი მეგობრობა. ახალ რეალობას წარსულით ვეღარ შეცვლიან”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.