გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ენჯეოები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის - ეს ძალები უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას

28-10-2024

ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ ვერავინ შეარყევს.


„კიდევ ერთხელ მეორდება ის, რაც ხდებოდა ყველა არჩევნებზე. ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ, რეალურად, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში. სცადეს, დაპირისპირებოდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს", - განაცხადა პრემიერმა.