გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: აპარატურასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყოს წინასწარ შერჩეული, ჩაატარა აუდიტი - არანაირი შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა

28-10-2024

თქვენ გახსოვთ როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია რაიმე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით და გუშინ ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ მოხდა აპარატურით მანიპულაცია, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, იმისთვის, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და მათ ემოციებზე ითამაშონ, ეს არის, რა თქმა უნდა, გაუგონარი ამბავი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პაპუაშვილის განცხადებით, აპარატურასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყოს წინასწარ შერჩეული, ჩაატარა აუდიტი და არანაირი შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არსებობს.


„ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართული არის იმ სცენარში, რასაც ჰქვია ქვეყნის არევა ოპოზიციასთან ერთად და ჩვენ გვესმოდა, რომ დუბლირებული სიები, აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა, ქართულ ოცნებას ორმაგი ხმის მიცემა ხდებოდა, მონიშნულები იყო ბიულეტენი, ყველა ეს საკითხი, არც ერთი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, იცით, რომ აპარატურასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყოს წინასწარ შერჩეული, ჩაატარა აუდიტი, არანაირი რაიმე შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა, თან თავადაც ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო იქ რამე მომხდარიყო, უბრალოდ ეს არის, როცა დავალებას იღებ, რომ უნდა არიო ქვეყანა, მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებს,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.