გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილის სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, სამარცხვინო იყო

28-10-2024

სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, სამარცხვინო იყო, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.


„სალომე ზურაბიშვილი არის წარმავალი, რამდენიმე დღე დარჩენია ამ ადამიანს. სამარცხვინო იყო მისი სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ.


მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუკი ვინმე გაბედავს ამ ქვეყანაში კანონის წინააღმდეგ წასვლას, ის მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს, ასევე კანონის ჩარჩოებში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.