28-10-2024
„ნებისმიერი გიგაური თუ ლომჯარია ამ ტექსტს უკეთესად დაწერდა. ამ განცხადებიდან გამოაშკარავდა ასევე საერთაშორისო დამკვირვებელთა გუშინდელი ტექსტების ავტორობა. მაგრამ ბლინკენი აქაც იმაზე შორს წავიდა, როდესაც განაცხადა: „საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ენტონი ბლინკენის განცხადებას აფასებს.
ექსპერტი წერს, რომ ბლინკენის განცხადება არის მიკერძოებული და უსამართლო.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მორიგი განცხადება არის უკიდურესად და აღმაშფოთებლად შემაშფოთებელი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არის მიკერძოებულად უსამართლო და შეშფოთებულად აღმაშფოთებელი. ის ახდენს თვით ცნება „დემოკრატიის“ სრულ პროფანაციას, როდესაც ბრძანებს: „საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო". ამ ფრაზით, ბატონი ბლინკენი როგორც მინიმუმ, ხელს აწერს საკუთარი ქვეყნის თანამონაწილეობას საქართველოში 2004-2012 წ.წ. „დემოკრატიის" საფარით განხორციელებულ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულ უამრავ და სისტემურ დანაშაულში. როგორც მაქსიმუმ - ამ დანაშაულების ერთ-ერთი ორგანიზატორის როლში გვევლინება. ამ „აღიარებითი ჩვენების" მიუხედავად, ეს არის ჩვენთვის უაღრესად უსიამოვნო და არაპარტნიორული პოზიცია. ამის მერე ბლინკენის განცხადების დანარჩენი ნაწილი საერთოდ კარგავს რაიმე ინტერესს, იმდენად მიკერძოებული და უსამართლოა. ნებისმიერი გიგაური თუ ლომჯარია ამ ტექსტს უკეთესად დაწერდა. ამ განცხადებიდან გამოაშკარავდა ასევე საერთაშორისო დამკვირვებელთა გუშინდელი ტექსტების ავტორობა. მაგრამ ბლინკენი აქაც იმაზე შორს წავიდა, როდესაც განაცხადა: „საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად". განცხადების ბოლოს, ბლინკენი აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მზაობას „ცნოს ჩვენი არჩევნები", პირდაპირ უკავშირებს იმ კანონების გაუქმებას, „რომლებიც ძირს უთხრიან ძირითად თავისუფლებებს". გასაგებია, რომ საუბარია „გამჭვირვალობის" კანონსა და იმ 20-მდე კანონში შეტანილ შესწორებებზე, რომლებიც კრძალავენ ლგბტ-პროპაგანდის ზემოქმედებას ჩვენს არასრულწლოვანებზე და ზოგადად, საზოგადოებაზე. მე ჩემი შემაჯამებელი კომენტარითაც აღარ დაგღლით. No comment - სიტუაციაა...” - წერს დავით ქართველიშვილი.