გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნიკოლოზ მეტრეველი: ქართველი ხალხის ნებას ვერავინ შეაჩერებს. ამ 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, არ ყოფილა არცერთი ომი, ამას ხედავს ყველა ჩვენი მოქალაქე და იმიტომაც არის ეს კარგი შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო

28-10-2024

„როდესაც ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ვერავინ შეაჩერებს, ამის დასტურია 2012 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ურთულეს გარემოში მაინც შეძლო ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა „კვირას“ პრესკლუბში.


ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, ასეთი ოპოზიციის პირობებში „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვისაა განწირული და არავის უნდა უკვირდეს, თუნდაც ქვეყნის გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.


„ამ ოპოზიციის პირობებში „ქართული ოცნება“ განწირულია გამარჯვებისთვის იმიტომ, რომ ეს ხალხი ვერასდროს დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. როგორ უნდა მოუგოს მამუკა ხაზარაძემ, რომელიც მილიარდ ნახევარ დოლარს სთხოვდა საკუთარ ქვეყანას, ასეთ ადამიანს ვინ მისცემს ხმას. ან ვინ მისცემდა ბევრ ხმას მოღალატე გახარიას, „ნაციონალური მოძრაობის“ ორ განშტოებაზე საერთოდ საუბარი არ არის და ასეთ ფონზე ვის უნდა გაუკვირდეს, თუნდაც ქვეყნის გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს. იმ პარამეტრებს აღარ ჩამოვთვლი, რაც „ქართული ოცნების“ პერიოდში გაკეთდა: უმუშევრობის ორჯერ შემცირება, ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, სიმშვიდე. ამ 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ [ხელისუფლებაში] არ ყოფილა არცერთი ომი და საქართველოს არ დაუკარგავს ტერიტორიები. ამას ხედავს ყველა ჩვენი მოქალაქე და იმიტომაც არის ეს ძალიან კარგი შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.