გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: გაყალბების ყველა შესაძლო მეთოდი რომ ამოწურეს ახალი ამბავი შეთხზეს, მიზანმიმართულად დაარტყეს ქვემო ქართლს და იქ მცხოვრები ადამიანების იმიჯის დაზიანებას ცდილობენ

28-10-2024

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა ოპოზიციის საქმე, გაყალბების ყველა შესაძლო მეთოდი რომ ამოწურეს ახალი ამბავი შეთხზეს, მიზანმიმართულად დაარტყეს ქვემო ქართლს და იქ მცხოვრები ადამიანების იმიჯის დაზიანებას ცდილობენ,თითქოს ქვემო ქართლში ბიულეტენების ჩაყრა და არა ლოგიკურად დიდი აქტივობა დაფიქსირდა“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.


მისი თქმით, რეალურად საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში დაფიქსირდა, რამდენადაც ქვემო ქართლში საშუალო აქტივობა 46 % იყო, მაშინ როცა ზოგადად საქართველოში თითქმის 60% მიაღწია.


„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა ოპოზიციის საქმე, გაყალბების ყველა შესაძლო მეთოდი რომ ამოწურეს ახალი ამბავი შეთხზეს, მიზანმიმართულად დაარტყეს ქვემო ქართლს და იქ მცხოვრები ადამიანების იმიჯის დაზიანებას ცდილობენ,თითქოს ქვემო ქართლში ბიულეტენების ჩაყრა და არა ლოგიკურად დიდი აქტივობა დაფიქსირდა. გეყოთ ამდენი ტყუილი, ქართველი ხალხი ბრმა და ყრუ არ არის, რეალურად საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში საშუალო აქტივობა 46 % იყო მაშინ როცა ზოგადად საქართველოში თითქმის 60%.


დაანებეთ თავი ადამიანთა ჯგუფების სტიგმატიზება, მიიღეთ ის განაჩენი რაც ქართველმა ხალხმა გამოგიტანათ, აღიარეთ მარცხი და სახე შეინარჩუნეთ“, - წერს დავით ჩიხელიძე.