28-10-2024
„ქართული ოცნებისთვის“ პრორუსულის დაძახება თაღლითობაა, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის „ვოუქიზმს“, გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.
ევროპარლამენტარის მოსაზრებით, სწორედ ამის გამო სურთ ფონ დერ ლაიენს და სოროსს „ქართული ოცნების“ შეცვლა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კი პირიქით - მხარს უჭერს მმართველ პარტიას.
„ქართული ოცნებისთვის“ პრორუსულის დაძახება თაღლითობაა. ეს არის საქართველოს პატრიოტთა მოძრაობა, რომელიც უარყოფს ევროკავშირის „ვოუქიზმს“, გლობალიზმს და ბელისიზმს. სწორედ ამიტომ უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მათი ჩამოგდება და სწორედ ამიტომ არის ვიქტორ ორბანი მათ მხარდასაჭერად საქართველოში ჩასული“ - წერს ტიერი მარიანი.