გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

29-10-2024

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ,ვიქტორ ორბანის, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.


უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.