გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს, ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!

29-10-2024

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


„ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად“, - წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახლადარჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან, მოსახლეობა კი ნდობას უცხადებს.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პარლამენტის წევრმა განმარტა, რომ ოპოზიცია არჩევნების ამგვარ შედეგს ელოდა, რის გამოც საარჩევნო კამპანია დაასრულა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობს. მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიციის შედეგიო ელექტრონული აპარატების გარდა, ეუთო/ოდირისა და ISFED-ის ანგარიშებშიც აისახა.


დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება და მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების დაცვას გააგრძელებს და ამასთან შეგუება მოუწევს ყველას.


„საქართველოს ხელახლად არჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან და ცდილობენ შეცვლას, შიგნიდან კი მას საზოგადოება არ ცვლის და ნდობას უცხადებს. ის, რაც დღეს საქართველოს მიმართ ხდება, მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად. ის ხმები, რაც ოპოზიციამ არჩევნებში მოაგროვა იკითხება ელექტრონულ აპარატებშიც და ეტყობა ქუჩასაც. ეტყობა ISFED-ის „გაყუსულობასაც“ და ეუთო/ოდირის პრესკონფერენციასაც. საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.