კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ლაშა ხუციშვილი: უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას

29-10-2024

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან, მიხაი ვარგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.


„უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, რაც აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.