გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პიტერ სიიარტო: ჩვეულებრივ, თუ მემარჯვენე პარტიები, კონსერვატორები იმარჯვებენ, ეს დემოკრატიის სისტემატური პრობლემაა, თუ ლიბერალები გაიმარჯვებენ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს - ეს ჩვენთვის ნაცნობი გრძნობაა

29-10-2024

არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, ან სამართლიანი დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.


მისი თქმით, თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებდა, დემოკრატიის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ რადგან სუვერენიტეტის, მშვიდობის და ოჯახის მომხრე მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, არჩევნებთან დაკავშირებით ბრალდებებიც ისმის.


„ცხადია, თუ აქ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, დემოკრატიის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ, რადგან გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, რომელიც არის სუვერენულობის მომხრე, მშვიდობის და ოჯახის მომხრე პარტია, არის ბრალდებები არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენს ოპოზიციას რომ მოეგო ეს არჩევნები, პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენ კარგად ვიცით ეს გრძნობა“, - განაცხადა სიიარტომ.


მანვე აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ, თუ მემარჯვენე ან კონსერვატიული პარტია იმარჯვებს, მაშინ დემოკრატიის სისტემურ პრობლემებზე საუბარი იწყება, ხოლო, თუ ლიბერალები იმარჯვებენ, ყველაფერი კარგადაა და განმარტა, რომ უნგრელი დამკვირვებლების ანგარიშებზე დაყრდნობით, მას კითხვები არ აქვს არჩევნებთან დაკავშირებით.


„თუ მემარჯვენე პარტიები, ან კონსერვატორები, ან სუვერენულობის მომხრეები იმარჯვებენ, ჩვეულებრივ, ეს დემოკრატიის სისტემატური პრობლემაა. თუ ლიბერალები გაიმარჯვებენ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს. ეს ძალზე მარტივია. ჩვენ გვყავდა უნგრელი დამკვირვებლები აქ და მათ ძალიან მკაფიო მოხსენება გააკეთეს, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები და ჩვენ გვჯერა უნგრელი დამკვირვებლების“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.


რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა საქართველოსთან ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა, სიიარტომ ეს ქმედება შეაფასა, როგორც სირცხვილი, ევროკავშირში სრული ინტეგრაციის პროცესში კი ქვეყანას დახმარება აღუთქვა.


„ეს სირცხვილია, ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა იმის გამო, რომ ბრიუსელს აქ სხვა მთავრობა სურდა, ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, [საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის]“, - აღნიშნა სიიარტომ.