გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკერი აღმოუჩინეს

8-12-2017

რუსთავი მე-18-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკერი აღმოუჩინეს, მანდატურის სამსახურმა აღნიშნულის შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც სკოლის დირექტორი ნატალია ჯავახიშვილი, ქვემო ქართლის ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებს, სკოლაში ორი ცვლა მოქმედებს და აკრძალული ნივთი, სწორედ მეორე ცვლის მოსწავლეს აღმოუჩინეს.

„ჩვენი სკოლა ორ ცვლიანია. პირველ ცვლაში სწავლობს ქართული სექტორი, მეორეში კი აზერბაიჯანული სექტორი. მანდატურის ვალდებულებაა, როდესაც შემოდის მეორე სექტორი, აკონტროლოს გარე პერიმეტრი. ჩვენი სკოლის გვერდით არის სამხატვრო სკოლა. მანდატურმა შეამჩნია, რომ მე-10 კლასის მოსწავლეს, რომელიც არის მეორე სექტორიდან, ეკავა მანათობლის მსგავსი ნივთი, რომელიც ხმას გამოსცემდა. შემოიყვანა ეს მოსწავლე ოთახში, დამიძახეს მეც და ვთხოვე, რომ გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია. მოვიდა ადგილზე საპატრულო პოლიცია, რომელმაც დაადგინა, რომ ეს ნივთი იყო ელექტროშოკი. ჩვენ თავადაც გაოგნებული ვართ მსგავსი ფაქტით“, - განაცხადა დირექტორმა.

წყარო: newposts