გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს „ნაგავი“ უწოდა

30-10-2024

„ერთადერთი ნაგავი, რომელსაც მე ვხედავ, ტრამპის მხარდამჭერები არიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში. ინფორმაციას „ასოშიეტედ პრესი“ ავრცელებს.


აღნიშნულ განცხადებას კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რის გამოც, ბაიდენს განმარტების გაკეთება მოუწია. მან აღნიშნა, რომ ასე შეაფასა ტრამპის მხარდამჭერთა მიერ პუერტო-რიკოელების მიმართ სიძულვილის რიტორიკა.


„დღეს მე ნაგავი ვუწოდე სიძულვილის რიტორიკას პუერტო-რიკოელების მიმართ, რომელიც ტრამპის მხარდამჭერმა მედისონ სკვერ გარდენზე, მიტინგზე წარმოთქვა - ეს ერთადერთი სიტყვაა, რაც შემიძლია ამის შეფასებისას გამოვიყენო. იმ აქციაზე ჩემი კომენტარები არ ასახავს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ერი“ - დაწერა ბაიდენმა X-ზე.


საკუთარი მხარდამჭერებისთვის „ნაგვის“ წოდებას გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის ლიდერი ვერ იქნები, თუ არ გიყვარს ამერიკელი ხალხი. კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა კი აჩვენეს, რომ ისინი პრეზიდენტობისთვის შეუფერებლები არიან.


„სანამ მე ვაწარმოებ პოზიტიური გადაწყვეტილებების კამპანიას ამერიკის გადასარჩენად, კამალა ჰარისი აწარმოებს სიძულვილის კამპანიას. ის მთელი კვირის განმავლობაში თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მასობრივ მკვლელებთან ადარებდა. ახლა კი ეს დაგვირგვინდა იმით, რომ ჯო ბაიდენმა ჩვენს მხარდამჭერებს „ნაგავს" უწოდებს. ვერ იქნები ამერიკის ლიდერი, თუ არ გიყვარს ამერიკელი ხალხი. კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა აჩვენეს, რომ ორივე შეუფერებელია შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის. მე ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ყველაზე დიდ, ფართო და ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ კოალიციას ამერიკის ისტორიაში. მივესალმებით ლათინოსებს, აფრო-ამერიკელების, აზიელ ამერიკელებს და ყველა რასის, რელიგიის, ფერისა და აღმსარებლობის მოქალაქეებს. ჩემი სურვილია ვიყო ყველა ადამიანის პრეზიდენტი“ - დაწერა დონალდ ტრამპმა.