გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რიკარდ იოზვიაკი: საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს იმ 9 ნაბიჯის განხორციელებაში, რომელიც დადგენილია ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში

30-10-2024

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან ამონარიდს ავრცელებს, რომელშიც საუბარი საქართველოს შესახებაა.


„საკვანძო წინადადება გაფართოების ანგარიშიდან: „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ გზას და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გამოჩენილი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, კომისიას არ ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია“.


და კიდევ ერთი მამხილებელი, თუმცა არცთუ გასაკვირი საკვანძო წინადადება: „ასევე, საქართველომ მიაღწია უმნიშვნელო პროგრესს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ მოხსენებით განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელებაში“, - წერს იოზვიაკი.