გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს ლევან ბერძენიშვილმა სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა დაიჯერა

2-11-2018

„როგორც ჩანს ლევან ბერძენიშვილმა და ამ პარტიის ლიდერებმა დაიჯერეს სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს „ქართული ოცნება“ და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.


მისი თქმით, საზოგადოება რესპუბლიკელების ამ გადაწყვეტილებას მეორე ტურში შეაფასებს.


„ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახლა მიიღეს „რესპუბლიკელებმა“ ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ იყო რესპუბლიკელებზე თავდასხმა სააკაშვილისა და მისი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის გაუგებარია მათი ეს პოზიცია და ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. არ ვფიქრობ, რომ მცირე და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები რამეს გააძლიერებს ან შეასუსტებს. რესურსების ბალანსი არ იცვლება. „ქართული ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.