გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: თუ სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის მხარეზეა, წარმოადგინოს მტკიცებულებები „გაყალბებაზე“, სამართალდამცველთა ეს ოპერატიული რეაგირება შეესაბამება დასავლელ პოლიტიკოსთა მოწოდებებსაც, რომ ჩატარდეს მყისიერი გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებ

30-10-2024

ბოროტი განცხადებები არავის შერჩება - თუ სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის მხარეზეა, წარმოადგინოს მტკიცებულებები "გაყალბებაზე", სხვაგვარად ის ცილისმწამებელი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პროკურატურის მიერ არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას.


მისი განცხადებით, საგამოძიებო უწყების ეს ოპერატიული ქმედება შეესაბამება დასავლელ პოლიტიკოსთა მოწოდებებსაც, რომ ჩატარდეს მყისიერი გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე.


„ბოროტი განცხადებები არავის შერჩება - თუ სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის მხარეზეა, წარმოადგინოს მტკიცებულებები "გაყალბებაზე", სხვაგვარად ის ცილისმწამებელი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია. რასაკვირველია, სამართალდამცველთა ეს ოპერატიული რეაგირება შეესაბამება დასავლელ პოლიტიკოსთა მოწოდებებსაც, რომ ჩატარდეს მყისიერი გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე. საქართველოს პროკურატურამ ცესკოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.