გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში პრეზიდენტის დაბარებაზე: თუკი ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე

30-10-2024

„ბაიდენ-ბორელი რომ შეხმატკბილებულად აცხადებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნების გამო გამოძიება უნდა დაიწყოსო, აჰა, დაიწყო პროკურატურამ. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილიც კი დაიბარა გამოკითხვაზე, როგორც გაყალბების ყველა დეტალის მოწმე“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პროკურატურაში სალომე ზურაბიშვილის დაბარების შესახებ.


ნიკოლეიშვილის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე.


„ბაიდენ-ბორელი რომ შეხმატკბილებულად აცხადებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნების გამო გამოძიება უნდა დაიწყოსო, აჰა, დაიწყო პროკურატურამ. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილიც კი დაიბარა გამოკითხვაზე, როგორც გაყალბების ყველა დეტალის მოწმე, თვითმხილველი და მცოდნე, რომელიც კანონის წინაშე ვალდებულია ფაქტები და მტკიცებულებები წარუდგინოს პროკურატურას, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუკი ის ამაზე, ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე, ამის მერე კი მისი ისედაც განულებულ სიტყვას ყოველგვარი ფასი და ნდობა ეკარგება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.