გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის გაწვევისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის

2-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევისთვის მადლობას უხდის.


როგორც დეპუტატმა განაცხადა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რათა არ გადედებულიყო კანონპროექტის გაწვევა პარლამენტიდან.

„ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფთან შეხვედრისას ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააყენა მოთხოვნა, რომ კანონპროექტი კანაფის კულტივაციის შესახებ დღესვე ყოფილიყო გაწვეული. საზოგადოებამ იცის ჩემი მკაცრი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხებოდა კანაფის კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარებისთვის, საზოგადოებისთვის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა. ხელისუფლებამაც ვერ შეძლო ხალხისთვის სწორად აეხსნა ვითარება, რაც კარგად გამოიყენეს ოპონენტებმა. საზოგადოებას შეუძლია ირწმუნოს, რომ მათთვის მიუღებელ კანონპროექტს არც მომავალში მიიღებს საქართველოს პარლამენტი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.