გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი: პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა, შემდეგ იქნება ყველა ის ადამიანი ვინც ამტკიცებს რომ არჩევნები გაყალბდა

30-10-2024

„საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. სალომე ზურაბიშვილს შემდეგ იქნება ყველა ის ადამიანი ვინც ამტკიცებს რომ არჩევნები გაყალბდა“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ეს არის იმ ადამიანების უფლების დაცვა, ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, შეძლონ და მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები გამოძიებას წარუდგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ დადგინდება, რომ ზურაბიშვილი და ოპოზიციის ლიდერები წინასწარ დადგმულ სცენარს მიჰყვებიან და მტკიცებულებები არ აქვთ, მეგრელიშვილის თქმით, მათ კანონის წინაშე მკაცრად უნდა აგონ პასუხი.


„საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. სალომე ზურაბიშვილს შემდეგ იქნება ყველა ის ადამიანი ვინც ამტკიცებს რომ არჩევნები გაყალბდა. ეს არ არის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება, ეს არის მათივე უფლების დაცვა, შეძლონ მათ ხელს არსებული მტკიცებულებების წარდგენა (თუ ასეთი არსებობს). თუ დადგინდება, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბების შესახებ წინასწარ დაგეგმილ გეგმას მიჰყვებიან და მათივე სიტყვებს მტკიცებულებით ვერ ამყარებენ უნდა მოხდეს გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ უმკაცრესად! დროა ამ ქვეყანაში ცრუ ბრალდებებით პოლიტიკოსობანას თამაში დასრულდეს და ყველა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ სიტყვას!“, - წერს მეგრელიშვილი.