გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, რაც გვარამიას არ აქვს, მის პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ

30-10-2024

წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ" გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოიგო.


„ზოგადად, გვარამია და ქუჩა ერთმანეთისგან ძალიან უცხო ცნებებია ყველა თვალსაზრისით. პირველ რიგში, დადებითი თვალსაზრისით, უარყოფით თვალსაზრისს არ ვგულისხმობ. ზოგადად, ქუჩას რაც შეეხება, წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, მის პარტიას მოვუგეთ 890 000-ზე მეტი ხმით. ქუჩაში რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.