გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უცხოელი ჟურნალისტი ნილ ჰაუერი ქუჩის აქციებთან დაკავშირებით გვარამიას ინიციატივაზე: მალე გააკეთეთ, მინდა რამეზე რეპორტაჟის მომზადება

30-10-2024

უცხოელი ჟურნალისტი ნილ ჰაუერი, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის, CNN, CBC, New York Magazine, Guardian-სთვის ამზადებს რეპორტაჟებს ნიკა გვარამიას ინიციატივას ეხმიანება, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია“.


აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ხშირად იმყოფება საქართველოში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეპორტაჟებს ამზადებს. ამჯერად, ნილ ჰაუერი სოციალურ ქსელ X-ში ქუჩის აქციების დროულად დაწყებას ითხოვს, რათა შემდეგ ამაზე რეპორტაჟი მოამზადოს.


„გთხოვთ მალე გააკეთეთ, მინდა რამეზე რეპორტაჟის მომზადება“, - წერს ჟურნალისტი.