გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჯაბა სამუშია ევრაზიის უნივერსიტეტეთა კავშირის (EURAS) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

30-10-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ევრაზიის უნივერსიტეტთა კავშირის (EURAS) გენერალურ ასამბლეაზე მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. EURAS-ის აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობა ევრაზიის რეგიონის 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტდა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, EURAS არაკომერციული საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და აერთიანებს 110-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დასავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, ბალკანეთიდან, კავკასიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან. ევრაზიის რეგიონის უნივერსიტეტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნით, EURAS ემსახურება თავის წევრებს, რათა გაიზიარონ უმაღლესი განათლების სფეროში არსებული საუკეთესო სერვისები და განავითარონ განათლების სტანდარტები გლობალური წინსვლისთვის.


EURAS, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უმაღლესი განათლების ასოციაცია, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა გეოპოლიტიკური და კულტურული კუთვნილების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ხელს უწყობს მათ შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.