გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს

30-10-2024

მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს.


"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და დაზარალებულებთან არის. სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ხოლო მამაც ესპანელ ხალხს ვუსურვებ ერთობასა და გამძლეობას. ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს", - აღნიშნავს პრემიერი.