გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გოგა ხაინდრავა: ქართული საზოგადოების სირცხვილია, რომ 600 ათასმა ადამიანმა ხმა “ნაცმოძრაობას” მისცა

3-11-2018

ქართული საზოგადოების სირცხვილია, რომ 600 ათასმა ადამიანმა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში გოგა ხაინდრავამ განაცხადა.


მისი თქმით, საზოგადოების ნაწილია ხელისუფლებაც, რომელსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.


„ვფიქრობ, ქართული საზოგადოების სირცხვილია, რომ 600 ათასმა ადამიანმა მისცა მაგათ ხმა. ხელისუფლება არის ქართული საზოგადოების ნაწლი და ბუნებრივია, რომ მას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამის პასუხი არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც გრიგოლ ვაშაძე, რუსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, დღეს ამხელა მხარდაჭერას ღებულობს, რომელიც რუსეთის უშიშროების კომიტეტის მიერ არის დაპყრობილი და ცდილობს საერთოდ გაანადგუროს ეს ქვეყანა. ქართველი ხალხი რომ გაურკვევლობაშია, ეს შედეგებმა აჩვენა“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.