გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. „ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს

31-10-2024

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. „ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც მან აღნიშნა, დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი" უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც ჰქონდა მას საუბარი და მიიღო მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.


„დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით "თავისუფალი და სამართლიანი" უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.


სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა.


ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.


ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას "თავისუფალ და სამართლიან" არჩევნებად არ შეუფასებია.


ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.


ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.


„ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.