31-10-2024
„ხელისუფლებას 300000 (სამასიათასი) ხმის გაყალბებას ედავებიან და არითმეტიკულად, ერთმა ადამიანმა, რომ ორი ხმა მისცეს, 150000 ადამიანია საჭირო, სამმა ასიათასი და სულ, რომ ოპტიმალურ რიცხვზე დავიყვანოთ - 30 გაყალბებულ ხმას ( ფიზიკურად ერთ დღეში წარმოუდგენელია ეგეც) 10000 ადამიანი ესაჭიროება. წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბზეა საუბარი, რა რესურსი, მობილურობა, კონსპირაცია და ზებუნებრივი ძალებია საჭირო, რომ ათი ათას შეთქმულ ადამიანზე, წარმოდგენა არავის ჰქონდეს?! (სულ რომ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ან დამკვირვებლები)“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, აქამდე თუ ვიცოდით, რომ უსამშობლოები იყვნენ, ჩვენი პრივილეგირებული „ენჯეოშნიკები”, ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსამშობლობასთან ერთად, ფართომასშტაბიანი იდიოტებიც არიან.
„რატომ იყო რევოლუციამდელი საქართველო განუვითარებელი - მაშინ არ არსებობდა სამოქალაქო სექტორი. ეს გზამკვლევი ფოტო, ჩვენი “პატრიოტი” „ენჯეოშნიკების” შედგენილია და ამ გრაფიკული გამოსახულებით, უფრო მკაფიოდაა დემონსტრირებული თუ რა მასშტაბის იდიოტები არიან. მოკლედ, ამ იმბეცილების მტკიცებით, გაყალბების ქსელი ასეთია - მოქალაქე მიდის ნაკადის ნაცნობ მომწესრიგებელთან და ის ამისამართებს ნაცნობ რეგისტრატორთან.
თითქოს უმარტივესია არა, ნაკადის მომწესრიგებელმა მარკირებული მოქალაქე გაატარა, გაუშვა რეგისტრატორთან და იმან, სხვა პირადი ნომრის გატარებით, ახალი ბიულეტენი მისცა?! თუმცა - 3000-ზე მეტი საარჩევნო უბანი გვაქვს და ყველა უბანზე წევრთა ფუნქცია-მოვალეობები, შემთხვევითობით ნაწილდება. შესაბამისად, ნაკადის მომწესრიგებელი შესაძლებელია აღმოჩნდეს ოპოზიციური პარტიის წევრი ან, რეგისტრატორობა საერთოდ ვერ მოუწიოს გაყალბებაში ჩართულ პარტიის წევრს. ამასაც, რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლებას 300000(სამასიათასი) ხმის გაყალბებას ედავებიან და არითმეტიკულად, ერთმა ადამიანმა, რომ ორი ხმა მისცეს, 150000 ადამიანია საჭირო, სამმა ასიათასი და სულ, რომ ოპტიმალურ რიცხვზე დავიყვანოთ - 30 გაყალბებულ ხმას( ფიზიკურად ერთ დღეში წარმოუდგენელია ეგეც) 10000 ადამიანი ესაჭიროება.
წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბზეა საუბარი, რა რესურსი, მობილურობა, კონსპირაცია და ზებუნებრივი ძალებია საჭირო, რომ ათი ათას შეთქმულ ადამიანზე, წარმოდგენა არავის ჰქონდეს?!(სულ რომ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ან დამკვირვებლები) მოკლედ, აქამდე თუ ვიცოდით, რომ უსამშობლოები იყვნენ, ჩვენი პრივილეგირებული “ენჯეოშნიკები”, ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსამშობლობასთან ერთად, ფართომასშტაბიანი იდიოტებიც არიან! აკი გეუბნებით - “აგენტოკრატიიდან” “იდიოტოკრატიამდე” ერთი ნაბიჯია-მეთქი!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.