გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოსო არჩვაძე: 2024 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და დინამიური განვითარების ტემპს, რაც მას არსებითად გამოარჩევდა არა რეგიონულ, არამედ გლობალური მასშტაბით

31-10-2024

2024 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და დინამიური განვითარების ტემპს, რაც მას არსებითად გამოარჩევდა არა რეგიონულ, არამედ გლობალური მასშტაბით. საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის სექტემბერში გაიზარდა 8.3 პროცენტით, რაც პანდემიამდელი 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 31.5 პროცენტით აღემატება. ზრდის ეს ტემპი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკის ანალოგიურ მაჩვენებელს, - წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.


მისივე თქმით, ხელსაყრელი სამეწარმეო გარემო, ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და კონკურენტუნარიანობის ზრდა განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს, რაც ადეკვატურად აისახება განვითარებულ ქვეყნებთან არა თუ შეფარდებითი, არამედ აბსოლუტური ჩამორჩენის საგრძნობ შემცირებაში, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდასა და საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო როლისა და მნიშვნელობის ამაღლებაში.


„2024 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და დინამიური განვითარების ტემპს, რაც მას არსებითად გამოარჩევდა არა რეგიონულ, არამედ გლობალური მასშტაბით. საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის სექტემბერში გაიზარდა 8.3 პროცენტით, რაც პანდემიამდელი 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 31.5 პროცენტით აღემატება. ზრდის ეს ტემპი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკის ანალოგიურ მაჩვენებელს.


ეკონომიკის დამაჯერებელი, მდგრადი ზრდა ადეკვატურად ფასდება ავტორიტეტული საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების მიერ. მათ წლის დასაწყისთან შედარებით „ერთიმეორეს მიყოლებით“ საგრძნობლად (საშუალოდ 2.0-2.5 პუნქტით) გაზარდეს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2024 წლისთვის. სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან, ინფლაციამ საქართველოში 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც საგრძნობლად ნაკლებია აშშ-ის (+2.4%) და ევროკავშირის (+1.7%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე.


საქართველოში, ბოლო 18 თვეა (2023 წლის მარტის შემდეგ), წლიური ინფლაცია 3.0 პროცენტზე დაბალია, ხოლო ინფლაცია წინა თვესთან, ბოლო 42 თვეა (2021 წლის მარტის შემდეგ), 1.0 პროცენტს არ ასცდენია (მათ შორის 12 თვე საერთოდ დეფლაციური იყო). სექტემბერში ყოველდღიურად ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 214 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა თვის ბრუნვამ - 13.9 მლრდ. ლარი (+11.6%) შეადგინა.


ეკონომიკის ზრდას დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაცია. სექტემბერში საქართველოს ექსპორტმა 615.6 მლნ. აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17.0 პროცენტით აღემატება (რუსეთის გარეშე ექსპორტის ზრდის ტემპმა 22.2% შეადგინა). ექსპორტის საშუალო-სადღეღამისო მოცულობამ 2024 წლის სექტემბერში 20.5 მლნ.


აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2.6 მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა ერთი წლის წინანდელის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, ექსპორტის მატება მთლიანად უზრუნველყო რეექსპორტის მატებამ, რომლის მოცულობა წინა წლის სექტემბერთან შედარებით გაიზარდა 39.1 პროცენტით და 397.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთელი ექსპორტის 64.6%). რეექსპორტის ასეთი მატება განპირობებულია საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ზოგადად, ეკონომიკური ფუნქციის მნიშვნელოვანი ზრდით.


ამასთან, სექტემბერში ექსპორტის ზრდისა და მეორე მხრივ, იმპორტის შემცირების (-4.2%) გამო ექსპორტით იმპორტის გადაფარვა ერთ წელიწადში გაიზარდა 4.0 პუნქტით და 46.5 პროცენტი შეადგინა. ექსპორტის მთლიანი მატების ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის გეოგრაფია და სასაქონლო ნომენკლატურა. 2024 წლის სექტემბერში საქართველოდან პროდუქცია გავიდა 93 ქვეყანაში (2023 წლის სექტემბერში -65 ქვეყანაში); სექტემბერში ქვეყნიდან გავიდა 635 სასაქონლო პოზიციის პროდუქცია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16 პოზიციით მეტია. მსუბუქი ავტომობილების (რე)ექსპორტი რჩება ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო პოზიციად. მხოლოდ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მან შეადგინა 1762.6 მლნ. აშშ დოლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს მთლიან ექსპორტს მთელი 2010 წლის განმავლობაში.


რუსეთის წილი საქართველოში განხორციელებულ მთლიან და წმინდა ფულად ტრანზაქციებში (შესაბამისად, 12.6% და 12.9%) ამჟამად საგრძნობლად დაბალია, ვიდრე ის იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე. ამასთან, 2024 წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციები შემცირდა 23.9 მლნ. აშშ დოლარით (40.0%-ით), ხოლო წმინდა ტრანზაქციები - 24.3 მლნ. აშშ დოლარით (43.1%-ით).


ამის პარალელურად, დანარჩენი მსოფლიოდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები გაიზარდა 20.8 მლნ. აშშ დოლარით (9.2%-ით), ხოლო წმინდა ტრანზაქციები - 16.5 მლნ. აშშ დოლარით (8.2%-ით). პირველ ადგილს ტრანზაქციებში ბოლო თვეებია, მორიგეობით იყოფენ აშშ და იტალია. - სექტემბერში განხორციელებული ტრანზაქციებით თითოეული მათგანი 1.5-ჯერ (16-16 მლნ. აშშ დოლარით) უსწრებდა რუსეთის ფედერაციას.


ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რამდენადმე შემცირების პირობებში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1.4-ჯერ აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც ცალსახად ადასტურებს ქვეყნის ყველა სახის შიდა რესურსის უფრო რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას.


მთლიანობაში, ხელსაყრელი სამეწარმეო გარემო, ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და კონკურენტუნარიანობის ზრდა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს, რაც ადეკვატურად აისახება განვითარებულ ქვეყნებთან არა თუ შეფარდებითი, არამედ აბსოლუტური ჩამორჩენის საგრძნობ შემცირებაში, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდასა და საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო როლისა და მნიშვნელობის ამაღლებაში“, - წერს სოსო არჩვაძე.